ბლოგები
კიდობანი შევკრა?!..
წუხელ, შუაღამეს, როდესაც თბილისი წყალს მიჰქონდა და სამწუხაროდ, 5 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, დედაქალაქში ინფორმაციის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ნაციონალური ტელე-არხები უნიჭო სერიალებს და ”პარნუხას” უჩვენებდნენ. ჩემ ქალაქში მომხდარ სტიქიურ უბედურებას მიშვიზიებიდან მხოლოლ ”რეალ-ტვ” ებრძოდა ღირსეულად. მართალია, შიგადაშიგ, ჩემი საკაბელო ტელევიზია ციდან გაელვებასა და ჭექა-ქუხილზე საშინლად რეაგირებდა და კადრი ცივად ეყინებოდა ტელევიზორის ეკრანს, მაგრამ მაინც შევძელი ელვასა და ელვას შორის მონაკვეთში აღმექვა, რა ხდებოდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. არადა, დილას 10:00 საათზე ეთერში ორი სიტყვით მაინც ხომ უნდა მეთქვა, წუხელ დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შესახებ. მადლობა ღმერთს! გადავრჩით, მაგრამ ერთი კვირა თბილისში წვიმა არ გადაიღებს და მაინტერესებს, კიდობანი შევკრა თუ არა. ამ ეტაპზე თემქის კოლექტორებმა გამოცდას გაუძლეს, მაგრამ რომ მახსენდება, თბილისის ”ზღვა” თავზე გადმომყურებს, უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება. არ მაქვს დიდი სურვილი (და არც არანაირი), დღევანდელივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილის ცრემლით დალბობილი ფურცლიდან ამოუკითხოს ერს, როგორი დამწუხრებულია ”მაღალი” მომხდარით